რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

უძრავი ქონების შეძენისას დიდი დაკვირვება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ზარალიც ვნახოთ და ძალიან დიდ უსიამოვნებაშიც გავეხვიოთ. რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართობის შეძენისას? – ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსს“  ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრა: ბინის შეძენისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იურიდიულ მხარეს. უძრავი ქონების შეძენამდე აუცილებლად უნდა ნახოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ოღონდ, [...]

By | 2019-11-13T16:06:57+00:00 ნოემბერი 5th, 2019|ბლოგი|0 Comments

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

საქართველოში განქორწინების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: „საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი საქართველოში გაორმაგდა. ასეთ დროს უამრავი სადავო საკითხი წარმოიშობა და ეს განსაკუთრებით ეხება ქონებრივ დავებს: როგორ უნდა გაიყოს ქონება, თუ მეუღლეებმა განქორწინება გადაწყვიტეს და რა უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ მოტყუებული არ დარჩეს? – ამის თაობაზე ჩვენს მკითხველს რამდენიმე რჩევას ადვოკატი, [...]

By | 2019-11-13T16:06:33+00:00 ოქტომბერი 25th, 2019|ბლოგი|0 Comments

როგორ დავიცვათ თავი სადაზღვევო კომპანიების ხრიკებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზღვევის სისტემა ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ცდილობს თავი აარიდოს დაკისრებულ მოვალეობებს. რა დაბრკოლებებს აწყდება ჩვენი მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას? – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება: თუ დროულად არ დარეკავთ, დაზღვევის თანხას ვერ მიიღებთ „კანონის მიხედვით სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციარს თანხა მაშინ აუნაზღაუროს, როცა ამის საჭიროება დადგება. [...]

By | 2019-10-11T13:46:43+00:00 ოქტომბერი 2nd, 2019|ბლოგი|0 Comments

ადვოკატის რჩევები: რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის შესახებ

ალიმენტის დაკისრების დროს ხშირად იჩენს თავს გაუგებრობები, რომლის თაობაზეც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება. – ალიმენტზე საუბრისას ძირითადად მშობლისა და შვილის ურთიერთობას გულისხმობენ, თუმცა ეს გაცილებით ფართო ცნებაა. როგორც წესი, მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე – შრომისუუნარო შვილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და დახმარებას საჭიროებენ. საერთოდ, ალიმენტის დანიშვნის საჭიროება განქორწინების შემდეგ წამოიქმნება. თანხის [...]

By | 2019-10-11T12:18:36+00:00 აგვისტო 1st, 2019|ბლოგი|0 Comments

როგორ ირღვევა საქართველოში დასაქმებულთა უფლებები

ლომბარდებზე დღეს ათასობით ადამიანია დამოკიდებული. ყველამ ვიცით, რომ მათი მუშაობის პრინციპი მარტივია: თუ ადამიანს ფული სჭირდება და არა აქვს, ლომბარდში ძვირფასეულობას, ან სხვა ღირებულ ნივთს აგირავებს და იხდის ე.წ. პროცენტს, ვიდრე ნასესხებ თანხას უკან არ დააბრუნებს. ეს ერთ-ერთი სტაბილური და შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში, თუმცა ამ ბიზნესშიც არის გაურკვევლობები, რომელსაც მხარეები სამართალდამცავ ორგანოებამდე მიჰყავს. რა უნდა ვიცოდეთ, [...]

By | 2019-10-11T13:11:56+00:00 ივლისი 7th, 2019|ბლოგი|0 Comments

ფრთხილად – სწრაფი სესხები

03.11.2016 / 10:19 "მომხმარებელს 300 ლარის ნაცვლად ხშირად 1800, 2000 ლარის დაბრუნება უწევს" "აიღე 250-დან 3000 ლარამდე სესხი ყველაზე სწრაფად, გადავადების საკომისიოს გარეშე" - ამგვარი შინაარსის სმს-ები ჩვენს ტელეფონში ლამის ყოველდღე ჩნდება. სესხს გვთავაზობენ ინტერნეტით, სოციალური ქსელებით, სწრაფი სესხის შესახებ გვატყობინებენ ვებგვერდები, სადაც ამგვარი განცხადებების ადგილი თითქოს არ არის. ადამიანი, რომელსაც ფული სჭირდება და თანაც, [...]

By | 2019-10-11T12:43:24+00:00 მაისი 24th, 2019|ბლოგი|0 Comments

რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?

07.10.2016 / 10:1 „დაზარალებული ყველაზე ხშირად მანქანის ახალი მეპატრონეა“ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მეორადი ავტომობილის შეძენას ერთი მიზეზის გამო ამჯობინებს – ასეთი ავტომობილი ახალთან შედარებით იაფი ღირს. ბუნებრივია, მეორადი ავტომობილის შეძენისას მყიდველი ცდილობს შედარებით ახალი და კარგად შენახული მანქანა შეარჩიოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს. რა უნდა ვიცოდეთ ავტომობილის ყიდვისას, რომ მოტყუებული არ დავრჩეთ? – ეს [...]

By | 2019-10-11T12:50:20+00:00 მაისი 20th, 2019|ბლოგი|0 Comments

რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?

21.09.2016 / 10:04 მემკვიდრეობის გამო ოჯახური კონფლიქტები საკმაოდ ხშირია. რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე და რატომ არის კანონის ცოდნა აუცილებელი, „ბიზნესპრესნიუსი“ ამ თემაზე ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა. როდესაც ანდერძი არ არსებობს ირაკლი უტიაშვილი: თუ ქონების მეპატრონემ ანდერძი დატოვა, მაშინ ყველაფერი ამ ანდერძის მიხედვით, მარტივად წყდება. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც გარდაცვლილ ნათესავს – დედას, მამას ან [...]

By | 2019-10-11T12:30:51+00:00 აპრილი 23rd, 2019|ბლოგი|0 Comments

არის თუ არა დაცული საავტორო უფლებები საქართველოში?

25.11.2016 / 10:41 საავტორო უფლებების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ნებისმიერ ქვეყანაში დიდ როლს ანიჭებენ. საქართველოში საავტორო უფლებების დაცვას არეგულირებს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაშრომზე, რომელიც რაიმე ობიექტური ფორმით არსებობს. საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან [...]

By | 2019-10-11T12:51:32+00:00 მარტი 30th, 2019|ბლოგი|0 Comments

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენისას, შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ

თუ საცხოვრებელი ბინის ან სახლის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი დანაზოგი ტყუილად გაფლანგეთ და ფული საეჭვო ხარისხის ბინაში გადაყარეთ. რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ბინის შეძენამდე? – „ბიზნესპრესნიუსის“ ამ შეკითხვას ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი უპასუხებს. შენობის ხარისხი და სიმტკიცე ადამიანი ბინას ან ახლად აშენებულ კორპუსში ყიდულობს, ან ძველ [...]

By | 2019-10-11T14:26:35+00:00 მარტი 14th, 2019|ბლოგი|0 Comments