About advokatdca23

This author has not yet filled in any details.
So far advokatdca23 has created 34 blog entries.

მორიგი გამარჯვება და სასამართლო სხდომის დარბაზიდანვე პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი

ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოტანის თაობაზე მიუხედავად პროკურატურის დაჟინებული მოთხოვნისა, დაცვის მხარის უფრო დასაბუთებული პოზიციის გათვალისწინებით,  ორიოდი დღის წინ, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისის საქალაქო სასამარლოში სასამართლო სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა ბრალდებული.

By | 2020-03-13T15:30:18+00:00 მარტი 13th, 2020|სიახლეები|0 Comments

სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოგებით დასრულდა

სახელმწიფოს წარმომადგენლის დიდმა  მცდელობამაც  ვერ გადაწონა ჩვენი დასაბუთებული პოზიცია საკომპენსაციო ფულადი ვალდებულების მოქალაქეების სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის დაკისრების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს,  სააპელაციო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და მართებულად მიიჩნია   სამინისტროს მიერ ფიზიკური პირების სასარგებლოდ საკმაოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდის ვალდებულების შესრულება.

By | 2020-01-16T15:18:33+00:00 იანვარი 16th, 2020|სიახლეები|0 Comments

რამდენია სამუშაო დროის ხანგძლივობა. დღეში რამდენი საათის განმავლობაში აქვს უფლება დამსაქმებელს მოგთხოვოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება

შრომითი უფლებები დაცულია კანონით. სამუშაო დროის ხანგძლივობა სრულწლოვანი პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს, ხოლო კვირაში კი 40 საათს. ზეგაგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგძლივობა სრულწლოვნისათვის აღემატება კვირაში 40 საათს.   ზეგაგანაკვეთური სამუშაო დამატებით უნდა ანაზღაურდეს, თუმცა   საქართველოში  დასაქმებულთა დიდი ნაწილი ზეგაგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების გარეშე. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი [...]

By | 2020-01-22T14:50:52+00:00 იანვარი 15th, 2020|ბლოგი|0 Comments

რომელი სადღესასწაულო უქმე დღეებია განსაზღვრული კანონით და თითოეული მათგანის სწორი განმარტება

ახალი წლის დღეები გართობასთან ერთად დასვენებასთანაც არის დაკავშირებული.  ცნობილია, რომ ახალი  წლის გარდა,  წლის განმავლობაში არსებობს სხვა უქმე (დასვენების)  დღეებიც.  ასეთი დღეები სრულად  არის განსაზღვრული კანონით და შემდეგნაირად სახელდებიან: უქმე დღეებია: ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; გ) 19 იანვარი – [...]

By | 2020-01-10T15:47:37+00:00 იანვარი 10th, 2020|ბლოგი|0 Comments

ცნობილმა ნავთობკომპანიამ მიუხედავად მაღალი იმიჯისა პროცესი მაინც წააგო

ცნობილ ორგანიზაციებს და სახელმწიფო დაწესებულებებს თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამო ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ სასამართლოში მათი პოზიცია არის უფრო მყარი, მართლები არიან და პროცესს მოიგებენ. მაგრამ დასაბუთებული სამართლიანი შედავების პირობებში მათთვის პროცესის მოგება არც თუ ისე რთულია. სწორედ ასეთი პოზიცია ეკავა ცნობილ ნავთობკომპანია ფრეგოს, მაგრამ პროცესი წააგო და ზემდგომ სასამართლო ინსტანციაშიც საქმე მის საწინააღმდეგოდ საბოლოოდ დასრულდა.

By | 2020-01-10T16:02:38+00:00 იანვარი 10th, 2020|სიახლეები|0 Comments

როგორ დავიწყოთ სამეწარმეო საქმიანობა, როგორ დავრეგისტრირდეთ მეწარმე სუბიექტად და რა შემთხვევაში გვეკისრება პირადად საწარმოს ვალის გადახდა?

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველაზე შემოსავლიანი სამეწარმეო საქმიანობაა და რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაწყისშივე მისთვის სწორი მიმართულების მიცემას. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის უნდა მიაკითხოთ იუსტიციის სახლის სისტემაში შემავალ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრს. თუ დარეგისტრირდებით ინდივიდუალურ მეწარმედ სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი საგადასახადო ორგანოს თუ სხვა ნებისმიერი პირის წინაშე არსებული ვალდებულებების შემთხვევაში მთელი თქვენი ქონებით პირადად [...]

By | 2019-12-26T15:02:24+00:00 დეკემბერი 26th, 2019|ბლოგი|0 Comments

როგორ უნდა მოვიპოვოთ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაში თუ არ გაგვაჩნია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

  თუ თქვენ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაკავებული გაქვთ 2007 წლამდე,  სარგებლობთ ამ მიწის ნაკვეთით, მაშინ შეგიძლიათ მოიპოვით მასზე საკუთრების უფლება. ამისათვის საჭიროა დაინტერესებული პირი ორი პირობიდან ერთ-ერთ პირობას აკმაყოფილებდეს: მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს თქვენს საკუთრებაში უკვე არსებული უძრავი ქონების (საკარმიდამო ან ცარიელი მიწის ნაკვეთის) მომიჯნავედ და დასაკანონებელი მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში [...]

By | 2019-12-23T13:59:40+00:00 დეკემბერი 23rd, 2019|ბლოგი|0 Comments

როგორ გავაუქმოთ მარტივად პატრულის ჯარიმა. საინტერესო რჩევა.

ვინც ავტომობილით მოძრაობს   ძნელად მოიპოვება ისეთი მძღოლი, რომელიც პატრულის ან სხვა უფლებამოსილი პოლიციელის დაჯარიმების მსხვერპლი არ გამხდარა. საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა ზოგჯერ საეჭვოა და მძღოლი ხშირად არ ეთანხმება  პატრულის მიერ დაწერილ ჯარიმას, მაგალითად ღერძულა ხაზის გადაკვეთასთან, არასწორ მანევრთან, გასწრებასთან, შუქნიშანზე წითელზე გავლასთან და სხვა დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ჯარიმდება. დაჯარიმებულ პირს შეუძლია გაასაჩივრის ჯარიმა და [...]

By | 2019-12-20T13:35:59+00:00 დეკემბერი 20th, 2019|ბლოგი|0 Comments

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ

კონსტიტუციაში გაწერილია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს წარმომადგენლების (პარლამენტის წევრების, მინისტრების, მერების და სხვა) მეშვეობით.   – რეალურად კი საქართველოში  პირიქით არის, ხელისუფლებები მოდიან და  ძალაუფლებას იძენენ ხალხის მეშვეობით (ხმების ტყუილი დაპირებებით  მიღება) და    თანამდებობებს იყენებენ   პირადი ინეტერესების დასაკმაყოფილებლად, ანუ ხალხი ემსახურება მათ. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პირს დაკავებისთანავე [...]

By | 2019-12-10T11:53:55+00:00 დეკემბერი 10th, 2019|ბლოგი|0 Comments

თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მოგებული კიდევ ერთი პროცესი

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ   თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დავაზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, დააკმაყოფილა რამდენიმე პირის სარჩელი და სამინისტროს დააკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები (მოსაჩივრეები) სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის მოგებას თითქმის უიმედოდ უყურებდნენ.  აღნიშნულმა პირებმა გამარჯვება იზეიმეს.

By | 2020-01-10T16:01:15+00:00 დეკემბერი 9th, 2019|სიახლეები|0 Comments