Loading...
ჩვენს შესახებ 2018-12-18T13:27:30+00:00

ჩვენ გვაქვს რეზონანსული და რთული კატეგორიის საქმეების მოგების პრაქტიკული გამოცდილება, რომელთა პრეცენდენტიც სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

იურიდიული კომპანია დი სი ეი საქართველო  გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურეობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია მაღალაკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებული კვალიფიციური პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება და საზოგადოებაში კეთილსინდისიერი, სანდო და წარმატებული  იმიჯის დამკვიდრება.

კომპანია გთავაზობთ იურიდიული მომსახურეობის ფართო სპექტრს, რომელიც საზოგადოების პრიორიტეტულ სამართლებრივ საკითხებზეა ორიენტირებული. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სანდოობის პრინციპს, საქმისადმი თავდადებას,  კლიენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას და გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით. კლიენტთა მომსახურეობისას ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს თანამედროვე სამყაროში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე და გამოვირჩევით იურიდიული ეთიკის დაცვით. კეთილსინდისიერ მაღალკვალიფიციურ პროფესიულ პრინციპებზე დაყრდნობით გთავაზობთ იურიდიული ხასიათის საკითხების მოგვარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სამართლებრივი დავების წარმართვას საქართველოს და უცხო ქვეყნის სასამართლოებში, ადგილობრივ თუ უცხოურ არბიტრაჟსა და  საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ უზრუნველყოფთ საქმის მაღალკვალიფიციურად წარმართვას და მაღალი რისკის მქონე საქმეებიდანაც კი  მაქსიმალური შედეგის მიღებას, ჩვენ ვიცავთ კლიენტის ინტერესებს სასამართლოს დარბაზსა თუ მოლაპარაკების მაგიდასთან, სახელმწიფო და კერძო სუბიექტებთან ურთიერთობებში. ვადგენთ კლიენტის ინეტერესებზე ორიენტირებულ კონტრაქტებსა და ბიზნეს გარიგებებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ დაცვას.

            ირაკლი უტიაშვილი

პარტნიორი

მაღალკვალიფიციური იურისტი

ირაკლის პროფესიონალიზმი  რეზონანსული და რთული კატეგორიის საქმეების მოგების პრაქტიკული გამოცდილებით გამოიხატება. იგი მაღალკვალიფიციურ, კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს კლიენტებს და საქმისადმი თავდადებით გამოირჩევა. ირაკლი  სამართლის თანამედროვე სისტემასა და პრაქტიკაში კარგად გარკვეული ახალი თაობის კვალიფიციური იურისტია, რომლის მიერ მოგებული რეზონანსული საქმეები  სამართლიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მას გააჩნია პროფესიული კუთხით მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება.