რამდენია სამუშაო დროის ხანგძლივობა. დღეში რამდენი საათის განმავლობაში აქვს უფლება დამსაქმებელს მოგთხოვოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება

შრომითი უფლებები დაცულია კანონით. სამუშაო დროის ხანგძლივობა სრულწლოვანი პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს, ხოლო კვირაში კი 40 საათს.

ზეგაგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგძლივობა სრულწლოვნისათვის აღემატება კვირაში 40 საათს.   ზეგაგანაკვეთური სამუშაო დამატებით უნდა ანაზღაურდეს, თუმცა   საქართველოში  დასაქმებულთა დიდი ნაწილი ზეგაგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების გარეშე.

დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 კალენდარული დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვეულებით სულ მცირე 15 კალნდარული დღით.

საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის (საჯარო მოხელისათვის) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მაქსიმალური ვადაა 24 სამუშაო დღე.

სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

გაფიცვაში მონაწილეობა არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

შრომითი უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ. ჩვენს შესახებ უფრო მეტი შეგილიათ ხილოთ ამავე ვებ-საიტზე

By | 2020-01-15T17:32:00+00:00 იანვარი 15th, 2020|ბლოგი|0 Comments