თაღლითური სქემები, რომლითაც ამხანაგობები კლიენტებს ატყუებენ

ერთმა ამხანაგობამ ერთი ბინა სამჯერ გაყიდა, მისი კანონიერი მფლობელი კი – ჰაერში დატოვა“

ე.წ. ამხანაგობების მიერ მოტყუებულ ადამიანებზე ქართულ პრესაში ბევრჯერ დაბეჭდილა. ეს პრობლემა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ამხანაგობის საქმიანობას კანონი აწესრიგებს, წლების განმავლობაში მათ უამრავი ოჯახი დააზარალეს. როგორც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება:

ირაკლი უტიაშვილი – დავიწყებ იმით, რომ საქართველოში არსებობს „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის“ ცნება, რომელიც ორი, ან მეტი პირის შეთანხმებას გულისხმობს. ამხანაგობის დამფუძნებლებმა და წევრებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ საერთო მიზნების მისაღწევად. შესაძლოა, რამდენიმე პირი შეიკრიბოს და უძრავი ქონება შეისყიდოს, ან აიშენოს. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობები ხელშეკრულებას დებენ კერძო პირებთან, რომლებიც მათ ბინის შესაძენ თანხას ურიცხავენ.

-უფრო ხშირად რომელ სფეროში იქმნება ამხანაგობები?

-ბატონო ირაკლი, როგორ სქემებს იყენებენ საამისოდ ე.წ. ამხანაგობები?

-კონკრეტული ფაქტების დასახელებაც შეგიძლიათ?

-ამხანაგობის მიერ მოტყუებულ კლიენტები ადრეც გყოლიათ?

ამხანაგობა, რომელმაც ეს თაღლითობა ჩაიდინა, აჭარაში „საქმიანობს.“ მისმა დამფუძნებლებმა შეიძინეს მიწის ნაკვეთი, რომელზეც საცხოვრებელი კორპუსი ააშენეს და რამდენიმე პირს გადასცეს. ამის შემდეგ კორპუსიდან ერთი მეტრის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთიც გაასხვისეს, მაგრამ გაირკვა, რომ ეს მიწის ნაკვეთი სულ სხვა ამხანაგობას ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, ეს – უკანონო ქმედება გახლდათ: როდესაც ქონება ამხანაგობის საერთო საკუთრებაა, მისი განკარგვის უფლება ამხანაგობის ყველა წევრს აქვს. მათი თანხმობის გარეშე ამხანაგობის ხელმძღვანელს უფლება არ ჰქონდა მიწის ნაკვეთი გაეყიდა, მაგრამ მან ისე გაასხვისა, თითქოს ეს საერთო გადაწყვეტილება იყო. ბუნებრივია, ამ საქმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და უკვე შეტანილია სარჩელი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საერთოდ გაუქმდეს. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები საქართველოში დღესაც ხდება, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვენდობით და რამდენად საიმედოა ხალხი, რომელსაც ჩვენს დანაზოგს ვანდობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

By | 2019-08-30T14:51:17+00:00 აგვისტო 30th, 2019|ბლოგი|0 Comments